Thumbnail

ვაქცინაცია კოპა ამერიკის წინ - კონმებოლმა უნიკალური გადაწყვეტილება მიიღო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კონმებოლის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა ეს ინფორმაცია დაადასტურა
  • მსგავსი გადაწყვეტილება სამხრეთ ამერიკაში პირველებმა მიიღეს

კონმებოლის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2021 წლის კოპა ამერიკის გათამაშებისთვის ფეხბურთელები კორონავირუსზე ვაქცინას გაიკეთებენ!

სამხრეთამერიკული ფეხბურთი ახალი ცხოვრებისთვის ემზადება და ოფიციალური ინფორმაციით, კონმებოლი ვაქცინის 50 ათას დოზას მიიღებს. ისინი ჩინურ ვაქცინას Sinovac Biotech-ს გამოიყენებენ. ვაქცინაცია არა მარტო კოპა ამერიკაზე, არამედ კონმებოლის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა ტურნირებზეც განხორციელდება.

"ეს არის საუკეთესო ამბავი, რომელიც სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ოჯახს შეუძლია მიიღოს. ეს უდიდესი ნაბიჯია პანდემიის დამარცხებისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას, რამაც საშუალება მოგვცა დავასრულოთ ტურნირები ფორმატის შეცვლის გარეშე", - თქვა ალეხანდრო დომინგესმა.

აღსანიშნავია, რომ კონმებოლი პირველი კონფერედაციაა, რომელიც ფეხბურთელებში მასობრივ ვაქცინაციას დაიწყებს. კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშება 13 ივნისიდან 10 ივლისამდე არგენტინასა და კოლუმბიაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები