Thumbnail

14 აპრილს (თბილისის დროით, 03:30-ზე) NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ლოს ანჯელეს კლიპერსს მასპინძლობს. CBS-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა ცენტრმა მაილს ტერნერმა ვერ ივარჯიშა და მისი თამაში გამოირიცხა. გამოცემის მტკიცებით, ტერნერს მარცხენა კოჭის ტრავმა აწუხებს, მას პროგრესი აქვს, თუმცა კლიპერსთან მისი თამაში გამოირიცხა.

CBS წერს, რომ გოგა ბითაძეს ცენტრის პოზიციაზე ჩვეულებრივზე მეტი სათამაშო დრო მიეცემა. ცენტრის პოზიციაზე თამაშს დომანტას საბონისი დაიწყებს, ბითაძე სათადარიგო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე ამ სეზონში საშუალოდ 10.9 წუთს ატარებს მოედანზე, თუმცა ბოლო მატჩებში მეტი უწევს - მემფისთან მან 18:21 წუთი ითამაშა და კარიერის რეკორდიც დაამყარა დაფარებებში (5). 

კომენტარები

ბოლო ამბები