Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 1:6, 0:2 ფილიპ კრაინოვიჩი
  • ქართველ ჩოგბურთელს მცირე ტრავმა გაუმიზეზდა...

ნიკოლოზ ბასილაშვილის (36) გამოსვლა მონტე კარლოს ATP ტურის მასტერსზე წარუმატებელი გამოდგა - ქართველი ჩოგბურთელი სერბ ფილიპ კრაინოვიჩს (37) მეორე სეტში დანებდა, მიზეზი ტრავმაა - 1:6, 0:2. თამაში სულ რაღაც 36 წუთს გაგრძელდა. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული რუს დანიილ მედვედევს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მას კორონავირუსი დაუდგინდა და მის ნაცვლად "იღბლიანი დამარცხებული", არგენტინელი ხუან ლონდერო (94) გავა მონტე-კარლოს კორტზე. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021-ში ATP-ის ერთი ტიტული მოიგო, დოჰაში (ყატარი) ფინალში ბაუტისტა-აგუტი (11) დაამარცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები