Thumbnail

'ამაზე დიდხანს ვიფიქრე' - კორღალიძე წავიდა, საბურთალოს ახალი მწვრთნელი ეყოლება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლევან კორღალიძემ საბურთალოს 18 მატჩში უხელმძღვანელა
  • თბილისურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში 5 ფრე ითამაშა

ლევან კორღალიძემ თბილისის საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. როგორც 41 წლის სპეციალისტმა განაცხადა, ამ ნაბიჯის გადადგმაზე საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა და კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

"გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, დიდი ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ… საბურთალო ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი რვა მატჩში 5 ფრე გვქონდა. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ასე ჯობდა.

საბურთალო იყო, არის და იქნება ჩემს გულში. უკლებლივ ყველას მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი კლუბის ხელმძღვანელების, რომლებიც ყველანაირ კომფორტს მიქმნიდნენ და გვერდში მედგნენ. “ბენდელაზე” მისვლისას მწვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან თუ ნებისმიერი პერსონალისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. მინდა, საბურთალოს მომავალში წარმატებები ვუსურვო", - თქვა კორღალიძემ.

ლევან კორღალიძემ საბურთალო ქობულეთის შუქურასთან (2:2) მატჩის შემდეგ დატოვა. მიმდინარე სეზონში თბილისური გუნდი 8 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-5 ადგილზეა. კორღალიძემ საბურთალოს მთლიანობაში 18 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 7 მოიგო, 5-ჯერ დამარცხდა და 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა. პოსპორტს საბურთალოში განუცხადეს, რომ ახალ მწვრთნელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ. საბურთალოს მომდევნო მატჩი ხუთშაბათს უწევს (სამტრედიასთან) და ლოგიკურად, ამ შეხვედრისთვის გუნდს უკვე ახალი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს.

📣 ლევან კორღალიძე "საბურთალოს" დაემშვიდობა 🎙 “გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო...

Posted by FC Saburtalo on სამშაბათი, 13 აპრილი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები