- Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ლიდერის საბაზრო ფასი შეცვალა
- 'იუვეს ახალგაზრდულ პროექტს იდეალურად ერგება' - TUTTOSPORT ხვიჩაზე
- 'ყოველთვის 5 კაცს ვერ მოატყუებს' - სლუცკიმ ხვიჩა დაიცვა
Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ფასი განაახლა - დღეიდან ყაზანის რუბინისა და საქართველოს ნაკრების 20 წლის ლიდერი 15 მილიონი ევრო ღირს, მისმა ფასმა €5 მილიონით მოიმატა, ეს სანაკრებო მატჩების და რუსული პრემიერ-ლიგის შეხვედრების დამსახურებაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია €10 მილიონი ღირდა, რაც ისედაც ქართული რეკორდი იყო (კვერკველიასთან ერთად). ბუნებრივია, 15 მილიონი მორიგი მიღწევაა. ხვიჩა რუსეთის პრემიერ-ლიგის ფეხბურთელთა შორის ყველაზე გაძვირებული მოთამაშე გახდა.

დღეიდან ხვიჩა მსოფლიოში 569-ე ფეხბურთელია სიძვირით, რუსეთის პრემიერ-ლიგაში მე-5 ადგილზეა, ყაზანის რუბინში - პირველზე. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებშიც პირველია, ხოლო მარცხენა გარემარბებს შორის მსოფლიოში 41-ე ადგილზეა. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის კვარაცხელია მე-13 პოზიციაზეა.
ქართული TOP 10. Transfermarkt
1. ხვიჩა კვარაცხელია - €15 000 000
2. დავით ხოჭოლავა - €3 500 000
3. გიორგი ჩაკვეტაძე - €3 200 000
4. საბა კვერკველია - €3 000 000
5. ოთარ კიტეიშვილი - €3 000 000
6. ჯიმი ტაბიძე - €2 500 000
7. ზურაბ დავითაშვილი - €2 500 000
8. საბა ლობჟანიძე - €2 000 000
9. ლევან შენგელია - €2 000 000
10. ვაკო გვილია - €2 000 000
კომენტარები