Thumbnail

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძემ მემფისთან მოგებულ შეხვედრაში 18 წუთში 5 დაფარება მიითვალა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. რამდენია ქართული რეკორდი ბლოკებში NBA-ში, სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებში?

ითვლება, რომ NBA-ში 7 ქართველ კალათბურთელს უთამაშია, თუმცა ჩვენ იაკობ (იაკე) ცაკალიდისსა და ჯეიკობ პულენს გამოვაკლებთ. ცაკალიდისი ამერიკაში უკვე საბერძნეთის მოქალაქე იყო და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა, პულენი კი უკვე კარგა ხნის წასული იყო საქართველოს ნაკრებიდან, როცა ფილადელფიას შემადგენლობაში 3 მატჩი ითამაშა (მისი სტატისტიკა ისედაც არაფერს შეცვლის). 

ასე რომ, რჩება 5 კალათბურთელი: ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე. NBA-ს დრაფტზე ვიქტორ სანიკიძეც აირჩიეს, თუმცა მას ამერიკაში არ უთამაშია.

ძირითად სტატისტიკურ მონაცემებში (თუ არ ჩავთვლით სამქულიანებს) ყველგან ქართველი რეკორდსმენი ზაზა ფაჩულია იყო, რომელსაც NBA-ში 16-წლიანი კარიერა უმაგრებს ზურგს. ახლა დაფარებებში ქართული რეკორდი გოგას ერთპიროვნულად ეკუთვნის (აქამდე ზაზასთან იყოფდა პირველობას). 

"პირველი მერცხალი" ვლადიმერ სტეფანია საკმაოდ კარგად თამაშობდა სუპერსონიკსში, მისი რეკორდები 19 ქულა, 15 მოხსნა და 4 ჩაჭრა იყო, თუმცა მერე ზაზამ ყველა ეს რეკორდი მოუხსნა ვოვას. 

ქართული რეკორდები. NBA

🏀 ყველაზე მეტი სეზონი: ზაზა ფაჩულია - 16 

🏀 ყველაზე მეტი მატჩი: ზაზა ფაჩულია - 1098

🏀 საშუალოდ ყველაზე მეტი წუთი თამაშში: ზაზა ფაჩულია - 20.25

🏀 საშუალო ქულები კარიერაში: ზაზა ფაჩულია - 6.75

🏀 საშუალო მოხსნები კარიერაში: ზაზა ფაჩულია - 5.75

🏀 საშუალო პასები კარიერაში: ზაზა ფაჩულია - 1.31

🏀 საშუალო ჩაჭრები კარიერაში: ზაზა ფაჩულია - 0.70

🏀 საშუალო დაფარებები კარიერაში: გოგა ბითაძე - 0.87

ყველაზე მეტი...

🏀 წუთი თამაშში: ზაზა ფაჩულია - 54

🏀 ქულა თამაშში: ზაზა ფაჩულია - 27

🏀 მოხსნა თამაშში: ზაზა ფაჩულია - 21

🏀 ჩაჭრა თამაშში: ზაზა ფაჩულია - 6

🏀 პასი თამაშში: ზაზა ფაჩულია - 10

🏀 დაფარება თამაშში: გოგა ბითაძე - 5 

🏀 საჯარიმო თამაშში: ზაზა ფაჩულია - 12

🏀 დაკარგვა თამაშში: ზაზა ფაჩულია - 8

🏀 3-ქულიანი: ნიკოლოზ ცქიტიშვილი - 3

კომენტარები

ბოლო ამბები