Thumbnail

'თუკი პარიზშიც იმდენივე მომენტს შევქმნით, გავალთ' - ნოიერი პსჟ-თან მატჩზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის საასუხო მატჩში საჭირო შედეგს მიღწევას შეძლებს. 

ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა პარიზელებთან საკუთარ მოედანზე გამართული პირველი დაპირისპირება ანგარიშით 2:3 დათმო. საპასუხო მატჩი საფრანგეთის დედაქალაქში 13 აპრილს ჩატარდება. 

მბაპემ ნოიერს პირველ მატჩში ორი გოლი გაუტანა

"ცივსისხლიანებმა უნდა ვითამაშოთ, მაგრამ გულში ცეცხლი უნდა გვენთოს. თამაშისთვის სწორად უნდა განვეწყოთ - გვჭირდება მოტივაცია და რა თქმა უნდა, სტაბილურობაც, მეტოქის ძალიან სწრაფი მოთამაშების წინააღმდეგ. 

შემტევი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და მეტოქე წნეხში მოვაქციოთ. მათ დაცვაში პრობლემები აქვთ. თუკი იმდენივე მომენტს შევქმნით, რამდენიც მიუნხენში გვქონდა, შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ", - აცხადებს 35 წლის გერმანელი მეკარე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები