Thumbnail

სან ანტონიო და დალასი ამ სეზონში მესამედ ხვდებოდნენ და წინა ორი გამარჯვების შემდეგ დალასს შანსი ჰქონდა, რომ ისტორიაში პირველად სპურსისთვის მთელი სერია მოეგო. ორივე ეს გუნდი ტექსასს წარმოადგენს და ერთმანეთთან პრინციპული დამოკიდებულების გამო, ეს მნიშვნელოვანი იყო.

დალასს თითქმის მთელი თამაში სან ანტონიოს დევნა მოუწია, მატჩის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე 9 ქულას აგებდა, თუმცა მეტოქეს დაეწია და ბოლო წამებზე ლუკა დონჩიჩის ორქულიანით გაათანაბრა. ბოლო შეტევა სპურსის იყო და დამარ დეროზანმა ბოლო წამზე თავისთვის ჩვეული გრძელი ორქულიანით სან ანტონიოს გამარჯვება მოუტანა. დეროზანი 33 ქულით და 8 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო იყო.

დალასიდან ყველაზე შედეგიანი კრისტაპს პორზინგისი აღმოჩნდა - 21-დან 12 ზუსტი სროლა, 31 ქულა და 15 მოხსნა. ლუკა დონჩიჩს სამქულიანები არ წაუვიდა (8-დან 2 ჩაგდებული სამიანი), თუმცა ორქულიანი დისტანციიდან თითქმის არ აუცილებია - 9-დან 8 ჩაგდებული ორქულიანი და 29 ქულა.

ორივე ეს გუნდი გათამაშების ზონაშია და შესაძლოა პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა ერთმანეთთან ისევ მოუწიოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები