Thumbnail

საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ძალოსნობაში პირველი გუნდური ადგილის დაკავება მოახერხა.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკე დაჯილდოების ცერემონილი შედგა და სპეციალური ჯილდო საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს – გიორგი ასანიძეს გადაეცა.

გიორგი ასანიძე დაჯილდოების ცერემონიალზე

შეგახსენებთ, რომ გასულ ევროპირველობაზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა მონაგარი 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი იყო (ითვლება მცირე მედლებიც) და უკან სომხეთი (5 ოქრო, 7 ვერცხლი, 8 ბრინჯაო) და ბულგარეთი (5 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან 3-3 ოქრო ლაშა ტალახაძემა (+109 კგ.) და ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვეს, 1 ოქრო და 2 ვერცხლი – რევაზ დავითაძემ (89 კგ.), 2 ვერცხლის მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ერგო. 

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მოსკოვში ტრიუმფალური ასპარეზობას გამოეხმაურა ლაშა ტალახაძე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს 2 რეკორდიც დაამყარა. “დიდი მადლობა მეგობრებო! დიდი მადლობა მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას. დიდი მადლობა საქართველო!” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დიდი მადლობა მეგობრებო! დიდი მადლობა მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას. დიდი მადლობა საქართველო!

Posted by Lasha Talaxadze on Sunday, April 11, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები