Thumbnail

გორგოძის წარმატება შვეიცარიაში – 29-ე ტიტული სეტის წაგების გარეშე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე/დანილინა 7:5, 6:3 მარინო/ნაიტო
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალშიც ითამაშა

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 000 დოლარი) წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. გორგოძემ წარმატებას ყაზახ ანა დანილინასთან ერთად მიაღწია.

ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები შვეიცარიაში მე-3 ნომრად იყვნენ განთესილნი და 4 გამარჯვება იზეიმეს. გორგოძემა და დანილინამ შვეიცარიელები ჯენი დუერსტი და სებასტიანა სკილიპოტი 6:2, 6:2 დაამარცხეს, უკრაინელ ანჰელინა კალინინასა და რუს ვალერია სავინიხს 7:6 (7:1), 6:4 სძლიეს, ნახევარფინალში ჩეხებს – ანასტასია დეტიუჩსა და და იოჰანა მარკოვას აჯობეს – 6:2, 6:2, ფინალში კი კანადელ რებეკა მარინოსა და იაპონელ იუკი ნაიტოს გაუმკლავდნენ – 7:5, 6:3. ამგვარად, ჩვენთვის საინტერესო წყვილს ტურნირის განმავლობაში სეტიც არ წაუგია.

ეკატერინე გორგოძემ წყვილებში 29-ე ტურნირი მოიგო

ცნობისთვის, გორგოძემ ძალები ბელინცონას ტურნირის ერთეულთა ბადეშიც მოსინჯა, სადაც ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა. ეკატერინემ ლიეხტენშტეინელ კატინკა ვინ დეიხმანსა და იტალიელ მარტინა დი ჯიუზეპეს, შესაბამისად, 7:6 (7:1), 6:4 და 6;1, 6:4 მოუგო, კვიპროსელ რალუკა გეორგინა სერბანს 2:6, 7:6 (7:4), 6:1 სძლია, იტალიელი ბიანკა ტურატი 6:2, 6:0 დაამარცხა, ფინალში გასასვლელი მატჩი კი ავსტრიელ ჯულია გრაბჰერთან 2:6, 2:6 წააგო.

ვთქვათ ისიც, რომ გორგოძემ წყვილთა თანრიგში უკვე 29-ე ტურნირი მოიგო და წინ წაიწევს რეიტინგში, სადაც ამჟამად 125-ე ადგილი უკავია. ეკატერინეს საუკეთესო შედეგი გასული წლის დეკემბერს უკავშირდება, როდესაც მან კლასიფიკაციაში 115-ე პოზიციას უწია. ერთეულთა რეიტინგში გორგოძეს 236-ე საფეხური უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები