Thumbnail
  • ქართველმა ფეხბურთელმა თანაგუნდელს მატჩის 92-ე წუთზე გაატანინა
  • ბოლო 2 მატჩში ვაკო ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაიში საუკეთესოა

ვაკო ყაზაიშვილის ულსან ჰიუნდაიმ სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, კვლავაც დიდი როლი შეასრულა.

ულსანელები აუტსაიდერ სუვონთან მატჩის პირველივე ტაიმში კაცნაკლულები დარჩნენ, თუმცა, 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს. შეხვედრის 92-ე წუთზე სტუმრებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, ყაზაიშვილმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე წაიღო, იქიდან კი კარის წინ კიმ ინ-სუნგი დატოვა და მასაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში ულსან ჰიუნდაიმ შინ სეულს 3:2 სძლია, მაშინ ვაკომ გოლი და საგოლე პასი მიითვალა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ცნობისთვის, ულსანმა 9 ტურში 20 ქულა მოაგროვა და ჯეონბუკთან ერთად ლიდერობს. ქართველი ნახევარმცველის გუნდი მომდევნო მატჩს 18 აპრილს სუვონ ბლუვინგსთან გამართავს.

📺 ყაზაიშვილის საგოლე პასი

კომენტარები

ბოლო ამბები