Thumbnail

ფოიერვერკები წუთიერი დუმილის დროს - სელეტიკის ფანებმა პრინც ფილიპი ასე გააცილეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სელტიკის ფანებს, ბრიტანელი მონარქები არ უყვართ
  • პრინც ფილიპი, 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

სელტიკის და ლივინგსტონის მატჩის დაწყებამდე, გუნდებმა წუთიერი დუმილით, ედინბურგის ჰერცოგის და ბრიტანეთის კონსორტის - პრინც ფილიპის ხსოვნას პატივი მიაგეს, რომელიც 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თუმცა, სელტიკ პარკზე შეკრებილების მიერ ორგანიზებულ წუთიერი დუმილის ჟესტს, მალე ფოიერვერკების გამაყრუებელი ხმა წამოეწია და გაკვირვებულმა ფეხბურთელებმა ცას ახედეს.

პრინც ფილიპი აიბროქსზე, საკუთარ ვერტმფრენთან ერთად

პრინც ფილიპს შოტლანდიასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, როგორც წოდებით, ასევე ცხოვრებისეული კუთხით. ბრიტანეთის პრინც-კონსორტმა, სკოლა სწორედ შოტლანდიაში დაამთავრა და გლაზგო რეინჯერსის მოედნის - აიბროქსის ხშირი სტუმარი იყო.

ახალგაზრდობაში, მას ჰქონდა ერთი ტრადიცია, როდესაც შოტლანდიის ტერიტორიაზე ვერტმფრენით გადაადგილდებოდა, ერთ-ერთი პირველი გაჩერება, აიბროქსის მოედნის ცენტრი იყო, სადაც ვერტმფრენს დასვამდა ხოლმე.

სელტიკის ფანების საქციელში გასაკვირი არაფერია, გლაზგოელების 'ფან-ბეისი' ძირითადად ირლანდიური წარმოშობის ოჯახებისგან შედგება, რომლებიც ბრიტანელ მონარქებს კოლონიალიზმის სიმბოლოდ აღიქვამენ და მათდამი დამოკიდებულემა განსაკუთრებულად უარყოფითი აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები