Thumbnail

თუ ლიგაზე ვერ გავლენ, გუნდიდან მიდის - კეინმა ტოტენჰემს მოთხოვნა წაუყენა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისის ნაკრების კაპიტანს სპურსიდან წასვლა სურს
  • ტოტენჰემის ლიგის საგზურზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული

ჰარი კეინის მთელი ყურადღება, როგორც თვითონ ამბობს, ახალა ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული და სამომავლო გეგმების შესახებ გადაწყვეტილებას, სწორედ ევროს შემდეგ მიიღებს.

ცნობილი გახდა, რომ კეინმა კლუბს წასვლის ნებართვა მოთხოვა, იმ შემთხვევაში თუ სპურის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს. კეინს კლუბთან კონტრაქტი 2024-წლამდე აკავშირებს.

კეინი ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადება

ჟოზე მოურინიოს გუნდი, თვის ბოლოს ლიგის თასის ფინალში მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება და იმ ტიტულის დაბრუნებას ეცდება, რომელიც გუნდმა ბოლოს 13 წლის წინ მოიგო. ტოტენჰემი ოთხეულს, ახლანდელი მდგომარეობით 3 ქულით ჩამორჩება.

სად წავა კეინი უცნობია - მადრიდის რეალის, პარი სენ ჟერმენის და მანჩესტერ იუნაიტედის ვარიანტები ადრეც განიხილებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სერხიო აგუერო სიტის დატოვებს, მანჩესტერ სიტის ვერსიაც გამოიკვეთა.

ყველა კლუბს და ყველა გადაწყვეტილებას თავისი პლუსი აქვს, მაგრამ თუ კეინს (162) ალან შირერის (260 - გოლი პრემიერლიგაში) ტახტიდან ჩამოგდება სურს, მაშინ საუკეთესო ვარიანტი ალბათ მანჩესტერ სიტი იქნება, სადაც გოლების გასატანად მას იდეალური გარემო ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები