Thumbnail

DMX-ის ფონზე - მაიკ ტაისონის რინგზე გამოსვლა ფრანსუა ბოტას წინააღმდეგ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

18 თვე იყო მას შემდეგ გასული, რაც მაიკ ტაისონმა ივანდერ ჰოლიფილდს რინგზე ყური მოაჭამა. ამ მეტად უცნაური ფაქტის შემდეგ, ტაისონი რინგზე სამხრეთ აფრიკელი - ფრანსუა ბოტას წინააღმდეგ დაბრუნდა.

ეს ბრძოლა ორი რამით არის დასამახსოვრებელი - ერთი ის რომ 1996-2000 წლებში ტაისონის იმ იშვიათ ბრძოლათაგანია, სადაც ყველაფერი შედეგის ანულირების, ან ყურის მოჭმის გარეშე - სუფთა გამარჯვებით დასრულდა და მეორე - ტაისონი რინგს DMX-ის მუსიკის ფონზე უახლოვდება.

"რაღაც საშიში და მძაფრი მუსიკის ფონზე გამოდის..." - ამბობს კომენტატორი ტაისონის გამოჩენისას. ტაისონმა ჰოლიფილდის შემდეგ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ლენოქს ლუისთან მარცხის შემდეგ გამოჩნდა, რომ 'რკინის მაიკი' ქამრის დაბრუნებას უკვე ვეღარ შეძლებდა.

მუსიკა, რომელზეც ტაისონი გამოდის, ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტს - ერლ საიმონსს, იგივე DMX-ს ეკუთვნის, რომელიც 9 აპრილს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპოზიცია, მისი პირველი სტუდიური ალბომის 'It's Dark and Hell Is Hot'-ის შესავალია.

კომენტარები

ბოლო ამბები