Thumbnail

ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში რეალმა დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა ბარსელონა. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა შემდეგი განაცხადეს:

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "მშვენიერ განწყობაზე ვართ. ეს იყო დამსახურებული გამარჯვება. ბევრი შანსი გქვონდა, რომ მესამე გოლიც გაგვეტანა. კუმანს საკუთარი აზრი შეუძლია ჰქონდეს, მე ვფიქრობ, რომ პენალტი იმიტომ არ დაინიშნა, რომ არ იყო. ბარსა დიდებული გუნდია, მეორე ტაიმში მან ძალიან შემოგვიტია. 
ფედე ძალიან სწრაფია, მისი გამოყენება სხვადასხვა ეპიზოდშია შესაძლებელი. ის ხაზებს შორის სწრაფად გადაადგილდება, გოლისას ამან შედეგი გამოიღო. დიახ, ვალვერდეს ასე გამოყენება, ჩვენ დავგეგმეთ. ქარიმი ძალიან მაღალი დონის ნიჭიერი ფეხბურთელია, მე ვამაყობ მისით. წაუგებელი სერია? ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია".  

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი): "ძნელია იყო მსაჯის ამ მოქმედებებით კმაყოფილი. მან დროს არასაკმარისად დაამატა, ხოლო რეალის კარში პენალტი აშკარა იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის არის VAR ესპანეთში. რამდენიმე ეპიზოდში თავი ცუდად დავიცავით. მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ სათანადო პასუხი გვექნება ამ მარცხზე და ბოლო მატჩამდე ვიბრძოლებთ".

📺 რეალი v ბარსელონა [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები