Thumbnail

მადრიდის რეალმა ლა ლიგის 30-ე ტურში ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქეს 2:1 მოუგო. ზიდანის გუნდი 28-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა. ქარიმ ბენზემამ ანგარიში 13-ე წუთზე ლამაზი დარტყმით გახსნა. მადრიდელებმა მე-2 გოლი ჯარიმიდან გაიტანეს - კროოსის დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ დესტს მოხვდა და შემდეგ ალბას, რის შემდეგაც ტერ შტეგენის კარში აღმოჩნდა.

ბარსელონას პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშში სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ ლიონელ მესის კუთხურიდან ჩახვეული ბურთი ძელს მოხვდა და რეალმა ტაიმი 2:0 მოიგო.

ბარსელონამ მე-2 ტაიმში ოსკარ მინგესას გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხოლო ბოლო წუთზე, როცა რეალი უკვე 10 კაცით დარჩა კაზემიროს გაგდების გამო, კატალონიელებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მორიბას დარტყმა ხარიხას მოხვდა და რეალმა მატჩი 2:1 მოიგო. სამეფო კლუბს 66 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგაში გალიდერდა. ატლეტიკოსა და ბარსელონას 65-65 ქულა აქვთ, თუმცა ატლეტიკოს მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

📺 რეალი v ბარსელონა [მიმოხილვა]

რეალი 2:1 ბარსელონა

გოლები: 1:0 ბენზემა (13), 2:0 კროოსი (28), 2:1 მინგესა (60)

რეალი (4-3-3): კურტუა - ლუკას ვასკესი (43. ოდრიოზოლა), მილიტაო, ნაჩო, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (72. ისკო) - ვალვერდე (61. ასენსიო), ბენზემა (72. მარიანო დიასი), ვინისიუსი (72. მარსელო)

ბარსელონა (3-4-2-1): ტერ შტეგენი - მინგესა, არაუხო (72. მორიბა), ლონგლე - დესტი (46. გრიზმანი), ბუსკეტსი (64. ს. რობერტო), ფ. დე იონგი, ალბა - მესი, პედრი (81. ტრინკაო) - უ. დემბელე (81. ბრაიტვაიტი) 

გაძევება: კაზემირო (90)

კომენტარები

ბოლო ამბები