Thumbnail
  • სერენი 1:0 დეინზე
  • გიორგი მიქაუტაძემ ტრავმა მოირჩინა და გამარჯვების გოლი გაიტანა

ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძემ. მისმა სერენმა დეინზე 1:0 დაამარცხა. მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა და მე-14 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მეკარესთან პირისპირ გასულმა მოატყუა ის და ძალიან მახვილი კუთხიდან შეაგდო.

ეს მიქაუტაძის მე-19 გოლია 20 თამაშში ბელგიის რანგით მე-2 დივიზიონში. გიორგი სტ. ჟილოას ვანზეირს დაეწია გოლებით. მიქაუტაძეს 19 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. სერენი 48 ქულით მე-2 ადგილზეა და ელიტაში გადასვლისთვის იბრძვის. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი მიქაუტაძე ახლახან გახდა საქართველოს მოქალაქე და შვედეთის ნაკრებთან მატჩში ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ის ლიონის აკადემიის აღზრდილია და 2024 წლამდე ლიგა 1-ის მეცს ეკუთვნის, სერენში კი სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. 

📺 მიქაუტაძის გოლი დეინზეს კარში

კომენტარები

ბოლო ამბები