Thumbnail

'იმედია, ჩემი ბოლო თამაში აქ თასის ფინალი იქნება' - ქეცბაია მატჩის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი სტუმრად აპოლონს 1:1 დაუზავდა, მას მერე, რაც თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით იგებდა, მაგრამ გუნდმა გოლი კუთხურის შემდეგ 94-ე წუთზე გაუშვა.

თემურ ქეცბაია: რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი თამაში ვითამაშეთ. ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძვით, ეს კი პირველ რიგში, ჩემი პასუხისმგებლობაა. 
ახლა ჩვენთვის მთავარი სათასო ბატალიებია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ბოლო თამაში ანორთოსისში თასის ფინალი იქნება. ჩემი ფეხბურთელებით და აქ გატარებული ბოლო ორი წლით ვამაყობ".

ჟურნალისტები ჩაეკითხნენ, ნიშნავდა ეს ნათქვამი იმას, რომ თემურმა გადაწყვიტა ანორთოსისიდან წასვლა: "არა, უბრალოდ ჩემი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ბოლო მატჩი იქნება თასის ფინალი. მინდა თუ არა დარჩენა? არ საქმე ის არაა, რა მსურს მე, საქმე ისაა, რა ვითარებაა კლუბში". 

ქეცბაიას ანორთოსისი 54 ქულით მე-4 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში ომონიას მასპინძლობს. ეს ოქრიაშვილის მე-3 გოლია ტოპ-6-ში და მეორე ზედიზედ. 29 წლის შემტევ  ნახევარმცველს ამ სეზონში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, მის ანგარიშზეა 1 საგოლე პასიც. 

📺 აპოლონი v ანორთოსისი [მიმოხილვა]

 

კომენტარები

ბოლო ამბები