Thumbnail

ოქრიაშვილის მე-9 გოლი სეზონში - ქეცბაიას გუნდმა ქულები ბოლო წამებზე დაკარგა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

კვიპროსის ჩემპიონატის 32-ე ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი აპოლონს ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ანორთოსისი 59-ე წუთიდან თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა, 95-ე წუთზე გაუშვა. 

თორნიკემ გოლი ასე აღნიშნა

გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი (გააფრთხილეს), თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია (65-ე წუთზე შეცვალეს, ყველა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ოქრიაშვილმა ჯერ კიდევ მე-8 წუთზე გაიტანა, მაგრამ გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა, რადგან ოქრიაშვილის გუნდელი დაჯარიმდა. აპოლონის შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში არ ყოფილა. 59-ე წუთზე თორნიკემ ანორთოსისის კონტრშეტევაზე გაიტანა. 

ქეცბაიას ანორთოსისი 54 ქულით მე-4 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში ომონიას მასპინძლობს. ეს ოქრიაშვილის მე-3 გოლია ტოპ-6-ში და მეორე - ზედიზედ. 29 წლის შემტევ  ნახევარმცველს ამ სეზონში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, მის ანგარიშზეა 1 საგოლე პასიც. 

📺 აპოლონი v ანორთოსისი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები