Thumbnail

ერთი ოქრო მოსკოვიდან - გოტფრიდი ატაცში ევროპის ჩემპიონია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანასტასია გოტფრიდმა (87კგ) ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა
  • ქართველმა ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა

მოსკოვში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. 10 აპრილს ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) გავიდა, რომელმაც ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

საღამოს სესიის დროს ფიცარნაგზე ანასტასია გოტფრიდი გავიდა. მან ატაცში ორი მისვლა გამოიყენა. ანასტასიას საუკეთესო შედეგი 111 კილოგრამი იყო, რაც ოქროს მედლისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რადგანაც რუსმა დარია ახმეროვამ მასზე 3 კილოგრამით ნაკლები აიტაცა.

გოტფრიდის პირველი მისვლა აკვრაში წარმატებული იყო. მან 128 კილოგრამი აკრა, მაგრამ ზედიზედ ორი 132-კილოგრამიანი ცდა გაუფუჭდა და აკვრაში მე-5 ადგილზე გავიდა. ანასტასიას ორჭიდის ჯამში 259 კილოგრამი დაუგროვდა და აქ უკვე მედალს ვეღარ დაეუფლა. 11 აპრილს ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გავლენ.

ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონატზე

ატაცი - 108 კგ.✅, 111 კგ.✅, 113 კგ.❌

აკვრა - 128 კგ.✅, 132კგ.❌, 132 კგ. ❌

კომენტარები

ბოლო ამბები