Thumbnail

წაგება 1/2-ფინალში - ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის დაემშვიდობა

  • ნიკოლოზ ბასილიაშვილი 2:6, 0:6 ლასლო ჯერე
  • ქართველი ჩოგბურთელი კალიარიდან მონტე კარლოში გადაინაცვლებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 408 800 ევრო) გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბ ლასლო ჯერესთან უშანსოდ დამარცხდა.

შეხვედრამ 53 წუთს გასტანა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP-ის რეიტნგში 37-ეა, სერბ მეტოქესთან მხოლოდ პირველ სეტში შეძლო 2 გეიმის მოგება. 25 წლის ლასლო ჯერემ (57) ფინალში გასვლა უპრობლემოდ მოახერხა, სადაც იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილშვილმა ტურნირში გამოსვლა სლოვაკ იოზეფ კოვალიკთან მოგებით დაიწყო, 1/4-ფინალში კი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს აჯობა. ნიკას ორივე მეტოქესთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა. 

ახლა ქართველი ჩოგბურთელი მონტე კარლოში გადაინაცვლებს, სადაც გამოსვლას სერბ ფილი კრაინოვიჩთან დაპირისპირებით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები