Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდი მუდმივად პროგრესირებს
  • ნორვეგიელზე კომენტარი ლევანდოვსკიმ გააკეთა

ერლინგ ჰაალანდმა მას შემდეგ, რაც ზალცბურგთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამოჩნდა, მთელი ევროპა აალაპარაკა. დორტმუნდის ბორუსიაში გადასვლის შემდეგ კი ის მუდმივად პროგრესირებს და წინსვლას აგრძელებს.

ახალგაზრდა ნორვეგიელით ბევრი ევროპული ტოპკლუბი ინტერესდება. 20 წლის ფორვარდს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ალბათ, არცთუ შორსაა დრო, როდესაც ის დორტმუნდს დატოვებს და გაცილებით ძლიერ კლუბში გადავა.

ერლინგის შესახებ ისაუბრა მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება. პოლონელის თქმით, ძალიან კარგია, როდესაც ჰაალანდის ტიპის ფებურთელი ბუნდესლიგაში თამაშობს. მისი აზრით, ნორვეგიელს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი გახდეს.

"ის შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდი პოტენციალი აქვს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახლგაზრდაა და აქვს შანსი, მომავალში მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი გახდეს. ძალიან კარგია მისი ბუნდესლიგაში ყოფნა. მასთან კონკურენცია მექნება. ვხედავ მის სახეს - გოლების გატანა სურს. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია საუკეთესო იყოს, მე კი მსურს, კიდევ ბევრი წელი ვითამაშო სრულფასოვნად", - განაცხადა პოლონელმა.

ერლიგ ჰაალანდის ანგარიშზე ბუნდესლიგის 22 მაჩტში 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ნორვეგიელმა ჩემპიონთ ლიგის 7 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, თანაგუნდელს კი ორჯერ გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები