Thumbnail

‘მადლობა თავისუფლებისთვის’ - ქართველი ძალოსნების სიმბოლური ჟესტი მოსკოვში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მყოფმა საქართველოს დელეგაციამ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი სიმბოლური ჟესტით მიაგო.  

9 აპრილს ევროპის ჩემპიონატის ქალთა ტურნირში 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, 16 წლის ნათია გადელიამ იასპარეზა. ფოტოსურათზე ნათიასთან ერთად, მისი პირადი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა, ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი და ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული არიან აღბეჭდილნი.  

დღესვე მოსკოვის ფიცარნაგზე 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოიც გავა. ამ დროისთვის, ქართველ ძალოსნებს მოსკოვში ორი მედალი აქვთ მოპოვებული - ევროპის ჩემპიონები შოთა მიშველიძე (61 კგ.) და რევაზ დავითაძე (89 კგ.) გახდნენ.

9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას, ქართველმა ძალოსნებმა და ექიმებმა პატივი, მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სიმბოლური ჟესტით მიაგეს🖤 მადლობა თავისუფლებისთვის! 🇬🇪 ჩვენ გვახსოვს! ♥️

Posted by Georgian Sports Medicine Association on პარასკევი, 09 აპრილი, 2021

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი. 

კომენტარები

ბოლო ამბები