Thumbnail
  • 'თორნიკეს თვალში თითი მოხვდა'
  • ქართველი კალათბურთელი ვარჯიშს შაბათს განაახლებს

ცნობილი გახდა დამატებითი დეტალები თორნიკე შენგელიას ტრავმის შესახებ, რომელიც მან ევროლიგის მიმდინარე ტურში ფრანგულ ვილერბანთან მატჩის წინ მიიღო და თამაშის გამოტოვება მოუხდა. ამის შესახებ განცხადება მოსკოვის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა გააკეთა.

“თორნიკეს ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე თვალში თითი მოხვდა და დაზიანება მიიღო. პარასკევს ის ნელ-ნელა უკვე საქმეში ჩაერთვება, შაბათს კი გუნდთან ერთად ივარჯიშებს”.

თორნიკე შენგელია ვილერბანთან მატჩზე შავი სათვალით იმყოფებოდა

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გარეშე მოთამაშე ცსკა-მ ვილერბანს 88:70 სძლია, ევროლიგის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, 23 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და მე-2 ადგილი გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვურ კლუბს პლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნება. ვთქვათ ისიც, რომ შენგელია მიმდინარე სეზონში საშუალოდ 11.4 ქულას, 4.8 მოხსნასა და 2.2 პასს აგროვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები