Thumbnail

ACB ლიგის 25-ე ტურში ქართული დუელი შედგა - თად მაკფადენის ბურგოსმა გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა და დამარცხდა - 86:98.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მაკფადენი - შეცვლაზე შევიდა. შერმადინის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასია. მაკფადენმაც 12 ქულა მოუტანა თავის გუნდს, პლუს 2 მოხსნა და 1 პასი. 

📺 შერმადინის ჩატენვა

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩშიც ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - ჩემპიონთა თასზე ტენერიფემ ბურგოსი 29-ქულიანი სხვაობით გაანადგურა. მაშინ შერმადინმა 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მაკფადენი კი მხოლოდ 2 ქულასა და 1 პასს დასჯერდა. 

📺 მაკფადენის სამქულიანი

ACB ლიგაში ტენერიფეს 22-5 ბალანსი აქვს და მე-3 პოზიციაზეა, ბურგოსს - 17-9 და მე-5 ადგილზეა. 11 აპრილს შერმადინის გუნდი ესტუდიანტესს მასპინძლობს, ხოლო მაკფადენის გუნდი ფუენლაბრადას ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები