Thumbnail

'უცხოპლანეტელები თავადაც მინახავს' - გარეთ ბეილის უცნაური განცხადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ამის შესახებ ყველას გვსმენია და UFO-ს კონკრეტული ჩანაწერებიც არსებობს'
  • მადრიდის რეალის უელსელი ფეხბურთელი არამიწიერ თემებზე ალაპარაკდა

მადრიდის რეალის ნახევარმცვლმა გარეთ ბეილმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებულია. როგორც მან Daily Star-ს უთხრა, მფრინავი საფრენი ობიექტი საკუთარი თვალებითაც კი ნანახი აქვს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • რომა

“შეთქმულების თეორიების შესახებ ყველას გვსმენია და UFO-ს კონკრეტული ჩანაწერებიც არსებობს, რომლებიც აშშ-ს ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს გამოქვეყნებული. ისინი 100%-ით უცხოპლანეტელები არიან. ისიც ვიცი, რომ ზოგიერთი UFO მთავრობების შემოქმედების ნაყოფია, თუმცა, ისინი თავადაც მინახავს”.

შეგახსენებთ, რომ რეალს ბეილი ლონდონის ტოტენჰემში ჰყავს განათხოვრებული და მან პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 5 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. გასულ სეზონში მან “სამეფო კლუბში” 16 შეხვედრა ჩაატარა, რეალთან კონტრაქტი კი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები