Thumbnail
  • 'ყველანაირად შევეცადე, რომ სწრაფი მატჩისთვის ალღო ამეღო'
  • სერენის ქართველი ფორვარდი დასაბრუნებლად ემზადება

ბელგიური სერენის 20 წლის ფორვარდმა გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძემ, რომელსაც მცირე ხნის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, ვარჯიში დაიწყო და მინდორზე დაბრუნებას მალე შესძლებს. “დიაც, გაცილებით უკეთ ვარ და ვარჯიშიც განვაახლე”, - განუცხადა ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისური პირველად შვედეთთან მატჩში მოირგო. სტოკჰოლმში გამართულის შეხვედრის მიწურულს მან გიორგი ქვილითაია შეცვალა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრავმა მიიღო და ესპანეთთანა და საბერძნეთთან მატჩებში აღარ უთამაშია. ჟორჟმა ამ ამბის შესახებაც ისაუბრა:

“ეს დიდი თავგადასავალი იყო. 11 თუ 12 საათი დამჭირდა, რათა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩავსულიყავი, თუმცა, იქ ძალიან თბილად დამხვდნენ და ნამდვილად ბედნიერი ვიყავი. ძალიან სასიამოვნო გამოცდილება მივიღე და შვედეთთან თამაშიც ძალიან ინტენსიური გამოდგა. ყველანაირად შევეცადე, რომ სწრაფი მატჩისთვის ალღო ამეღო. ახლა, მთლიანად საკლუბო ასპარეზზე გადართვას ვაპირებ. 100%-ს გავიღებ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიო”.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ უკვე გამოტოვა მატჩი ბელგიის პროქსიმუს ლიგის ლიდერ სტ. ჟილუასთან, რომელიც უკვე ჩემპიონია და ჟუპილერ ლიგაში ითამაშებს და სავარაუდოა, რომ 10 აპრილს დეინზესთან თამაშსაც დააკლდება, აი, 17 აპრილს ლიერსთან შეხვედრაში კი, ის, შესაძლოა, მინდორზე იყოს. სერენი 45 ქულით მე-2 ადგილზეა და ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის, მიქაუტაძე კი 18 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორეა.

კომენტარები

ბოლო ამბები