Thumbnail

'საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება' - პოჩეტინო ბაიერთან მოგებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ჩემპიონთა ლიგის პირველ ¼-ფინალურ დაპირისპირებაში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად მიუნხენში ბაიერნი დაამარცხდა - 3:2. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მატჩის შემდეგ მედიას შთაბეჭდილებები გაუზიარა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • რომა

"ვთამაშობდით ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ და გაკვირვებული ვარ შედეგით, გუნდის დამოკიდებულებით, რომელიც რთულ სიტუაციებში ვლინდებოდა. მოთამაშეები იმსახურებენ მოლოცვას თავდადებული თამაშისთვის. 

როდესაც იგებ, ყოველთვის უფრო იოლია მიღებული გადაწყვეტილებები ახსნა. ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მაგრამ მადლობის სიტყვები მოთამაშეებს ეკუთვნით, ისინი არიან ამ თამაშის მთავარი გმირები. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მათი ოსტატობა. 

მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი თამაში უნდა ჩავატაროთ. პირველი შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ საპასუხო ძალიან რთული იქნება. ეს ვიცით. უამრავი დეტალია, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

მარკინიოსმა კუნთში ტკივილი იგრძნო. იმედია, ტრავმა სერიოზული არ არის და ის მწყობრში სწრაფად ჩადგება”, - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

პარი სენ-ჟერმენისა და ბაიერნის საპასუხო დაპირისპირება პარიზში 13 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები