Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი პორტუსა და ლონდონის ჩელსის შორის ნეიტრალურ მოედანზე სევილიაში გაიმართა - თომას ტუხელის გუნდმა 2:0 მოიგო და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საპასუხო მატჩიც "სანჩეს პისხუანზე" შედგება 13 აპრილს. ასე რომ, ამ წყვილში მასპინძლისა და სტუმრის ცნება თითქმის ფორმალურია (თუ სტუმრად გატანილი გოლის წესს არ ჩავთვლით).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • რომა

ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, 22 წლის მეისონ მაუნტმა ჟორჟინიოსგან ბურთი კარისკენ ზურგით მიიღო, შემოტრიალდა და მარჩეზინის კარი აიღო - 0:1. 

📺 მაუნტის გოლი პორტუს კარში

85-ე წუთზე ბენჯამინ ჩილველმა პორტუს მოთამაშის შეცდომით ისარგებლა, გაცდა გოლკიპერს და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა - 0:2. თომას ტუხელის გუნდი საპასუხო მატჩის წინ აშკარა ფავორიტია.

📺 ჩილველის გოლი პორტუს კარში

პორტუ 0:2 ჩელსი

გოლები: 0:1 მაუნტი (32), 0:2 ჩილველი (85)

პორტუ (4-4-2): მარჩეზინი - მანაფა (83. კონსეისაო), მბემბა, პეპე, სანუსი - კორონა, გრუიჩი, ურიბე, ოტავიო (83. ტონი მარტინესი) - მარეგა (83. ვიეირა), ლუის დიასი 

ჩელსი (3-4-3): მენდი - აზპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - ჯეიმსი (80. ტიაგო სილვა), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (92. ემერსონი), ჩილველი - მაუნტი (80. კანტე), ჰავერტცი (65. ჟირუ), ვერნერი (65. პულიშიჩი) 

კომენტარები

ბოლო ამბები