Thumbnail

ევრო 2020-ზე შესაძლოა ერთი მასპინძელი შეიცვალოს - უეფა ალტერნატივას ეძებს

  • უეფას ევრო 2020-ის შეხვედრების უმაყურებლოდ ჩატარება არ აწყობს
  • ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი დუბლინი გარანტიებს ვერ იძლევა

დიდი ალბათობით, უეფა იმ ქალაქების სიიდან, სადაც 2021 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს, დუბლინს ამოიღებს. ამის შესახებ ევროპული მედია ინსაიდერ ტანკერდი პალმიერიზე დაყრდნობით წერს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გრანადა
  • ფრე
  • იუნაიტედი

ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა გახდეს ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის მიმართვა უეფასადმი. ირლანდიელები ვერ იძლევიან გარანტიას, რომ ევრო 2020-ის მატჩებზე, რომლებიც დუბლინში უნდა ჩატარდეს, ტრიბუნებზე გულემატკივრების დაშვება მოხდება. 

ვინაიდან, უეფას ინტერესი ბილეთების გაყიდვიდან თანხის მიღებაა, ბუნებრივია, ასეთი ვარიანტი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისთვის მიუღებელია. 

ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებას 19 აპრილისთვის მიიღებს, იქამდე კი დუბლინის ალტერნატიულ ვარიანტებს მოიძიებს.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ერთი წლით გადავადება გახდა საჭირო. გეგმის თანახმად, ტურნირი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, 12 ევროპულ ქალაქში უნდა გაიმართოს: ლონდონში, დუბლინში, გლაზგოში, კოპენჰაგენში, მიუნხენში, რომში, ბილბოში, ამსტერდამში, ბუქარესტში, ბუდაპეშტში, სანკტ-პეტერბურგსა და ბაქოში. ირლანდიის დედაქალაქი E ჯგუფის მატჩების მასპინძელია, რომელშიც პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი გამოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები