Thumbnail
  • კვირას რუსთავის ავტოდრომზე დრიფტის სერიების პირველი ეტაპი გაიმართება
  • მრბოლელები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 11 აპრილს საქართველოს დრიფტის სერიების 2021 წლის სეზონი გაიხსნება. პირველ ეტაპზე მონაწილეობას PRO2 და PRO ავტომრბოლელები მიიღებენ - სულ 51 დრიფტერი, რაც სარეკორდო რაოდენობაა.

ორგანიზატორების მიერ მოეწყობა ორი განსხვავებული სირთულის სარბოლო ტრასა, სადაც არალიცენზირებული დრიფტერები პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული დრიფტერები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ. მაყურებლებისთვის საინტერესოა ისიც, რომ სარბოლო ტრასების მიმდებარე ტერიტორიაზე ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა მოეწყობა.

ღონისძიება 11 აპრილს, 13:00 საათიდან დაიწყება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მაყურებლები მხოლოდ პირბადითა და დისტანციის დაცვით დაიშვებიან.

დრიფტის სერიები ყოველთვის ძალიან სანახაობრივია
📸 | სოსო გახოკიას ფოტოები

როგორც იცით, წელს დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალს თბილისი უმასპინძლებს (ბარათაშვილის ხიდი, 4-5 სექტემბერი) და მასში საქართველოს სახელით ნოდო კოდუა და მევლუდ მელაძე იასპარეზებენ. ორგანიზატორებმა დააწესეს გრანდიოზული პრიზი პირველი და მეორე ეტაპის ქულათა ჯამით გამარჯვებული ორი დრიფტერისთვის - ისინი ევროპის ჩემპიონატს შეუერთდებიან. ღონისძიება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდამჭერით და BMW CLUB GEORGIA-ს ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები