- The Roar: გამოსავალი აღმოსავლეთ ევროპის სუპერ რაგბის შექმნაა
- LWOS: დახურული სამყარო - 6 ერში სტატუს ქვოს შენარჩუნება გაუმართლებელია
- 'რა მოხდება, თუ საქართველო იტალიას ჩაანაცვლებს' - LE PARISIEN 6 ერზე
- ბორჯღალოსნებმა 1 საათი კაცნაკლულებმა ითამაშეს და რუმინეთს მაინც მოუგეს
ავსტრალიურმა The Roar-მა ვრცელი ანალიტიკური სტატია მიუძღვნა ქართული რაგბის განვითარების საკითხს და იმ დილემას, რომელიც ევროპული რაგბის შეფებს გადასაჭრელი აქვთ "ბორჯღალოსნებთან" მიმართებაში...

"ეს დილემა არის არჩევანი ორ არასასურველ ვარიანტს შორის - თუ საქართველო 6 ერს დაემატება, შესაძლოა, ის გახდეს ტურნირის "ხის კოვზის" სერიული მფლობელი. თუ მას არ დაამატებენ, ამით დიდი ალბათობით, პოტენციურ მზარდ სარაგბო ერს სტაგნაციისთვის გაწირავენ. ორივე ვარიანტი კატასტროფულია, მით უფრო, როცა საქმეში ფინანსები ერთვება. მაგრამ შესაძლოა, გამოსავალი სხვა გზიდან გამოჩნდეს, სანამ საქართველოს ნაკრები "დიდ ბიჭებთან" კონკურენტუნარიანი გახდა, მან შეიძლება თავისი დონე საკლუბო გზიდან აწიოს.
აღმოსავლეთ ევროპის სუპერ რაგბი
საქართველოს გარდა 6 ერის ყველა ქვეყნის კლუბები თამაშობენ საერთაშორისო ტურნირებში (მინიმუმ 2 კლუბი), თუნდაც "ხის კოვზის" მუდმივი მფლობელი იტალია ავიღოთ. საქართველოს კი ასეთი კლუბი არ ჰყავს, ქართული გუნდები სანახევროდ პროფესიულ დიდ 10-ში თამაშობენ. ამიტომაც ლეგიონერების დიდი ნაწილი ფრანგულ კლუბებში გამოდის სხვადასხვა დონეზე.
იმისთვის, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგას, საქართველომ უნდა შექმნას პროფესიული საკლუბო ლიგა. მაგრამ როგორ შევქმნათ ყოველმხრივ პროფესიული ეროვნული პირველობა? ქვეყანა პატარაა, სულ რაღაც 3.7 მოსახლით.
ვფიქრობთ, საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ საქართველო და რაგბი ევროპის ჩემპიონატში მისი კონკურენტი რუმინეთი აღმოსავლეთ ევროპის "სუპერ რაგბის" შექმნიან, სადაც ამ ორი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლენ (რომლებიც ლეგიონერები არ არიან).
📋 მეტი ამ თემაზე
- 'საქართველოს შანსი ეკუთვნის' - იტალიის ყურება PLANETRUGBY-საც მოსწყინდა
- 'ეს ახალი ძალით გააღვივებს კამათს, იტალია თუ საქართველო' - BBC ექვს ერზე
- 'მოდი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი' - ო'სალივანი 6 ერზე და საქართველოზე
- 'ყელში ამოვიდა' - უელსის ექს-კაპიტანი 6 ერზე საქართველოსთვის შანსის მიცემას ითხოვს
- დროა! - DAILY MAIL-ის სარაგბო ექსპერტი 6 ერში პლეი ოფის შემოღებას ითხოვს
- სერ კლაივ ვუდვორდი: საქართველომ პლეი ოფში უნდა ითამაშოს
- OASPORT: საქართველოს არავინ მიიღებს, ურჩევნიათ ისევ 5 ერი ჩაატარონ
- კონორ ო'ში: იტალია საქართველოს უსასრულოდ სჯობს, ნუ მოკლავთ მას!
- 'საქართველოს დრო დადგა' - იტალიელთა ყოფილი მწვრთნელიც ჩვენს მხარესაა
- 'ვიცი, ეს რადიკალური ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელი' - 6 ერის რეფორმის ახალი იდეა
საქართველოს შეუძლია სამი პროფესიული კლუბის შექმნა: თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. სამივე ქალაქში არსებობს შესაფერისი სტადიონები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია "სუპერ რაგბის" მატჩებისთვის. რუმინეთსაც თავისუფლად შეუძლია სამი პროფესიული კლუბის გამოყვანა: ბუქარესტში, კონსტანცასა და ტიმიშოარაში. 6-კლუბიანი ტურნირი 10 რეგულარული ტურით და ფინალების ჩათვლით 12 ტურით.
მომავალში, თუ ტურნირი გაამართლებს, შესაძლებელია კარი რუსული, უკრაინული ან მოლდოვური კლუბებისთვისაც გაიღოს. ეს კარგი იდეაა, მაგრამ უნდა იყოს განხორციელებადი.
ლოგისტიკურად ყველაზე შორი მანძილი ტიმიშოარასა და თბილისს შორის 1 946 კილიმეტრია, შავი ზღვის ორივე მხარეს. Pro 14-ში ტრევიზოდან გალვეიმდე 1 700 კილომეტრია. ეს არ არის ცოტა, მაგრამ ედინბურგს საუზერნ კინგთან სათამაშოდ სულაც 10 ათას კილომეტრის გავლა მოუწევს.
შორი დისტანცია ყოველთვის დაბრკოლებაა, მაგრამ ქართველები ჯერ კიდევ 2019 წელს დათანხმდნენ ქარის თასზე მონაწილეობას, ანუ მათ აქვთ სურვილი იმოგზაურონ, ოღონდ, რაგბი განვითარდეს ქვეყანაში და წინ წავიდეს.
ფინანსები პრობლემაა, მაგრამ არა გადაუჭრელი
ყველაზე დიდი დაბრკოლება აღმოსავლეთ ევროპის სუპერ რაგბისთვის მანძილი კი არა ფინანსები იქნება, მაგრამ არა დაუძლეველი. ვნახოთ აშშ-ის მეიჯორ ლიგ რაგბის სტრუქტურა. თავიდან სამოყვარულო გუნდების ერთობა ახლა 9 კლუბაბმდე გაიზარდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამერიკული სპორტული ბაზარი საქართველოსა და რუმინეთისთვის მიუღწეველი ფუფუნებაა.
თანხების დიდი ნაწილი რაგბის კავშირებმა უნდა გაიღოს, რომელთაც მსოფლიოს რაგბი ფინანსურად ეხმარება. მსოფლიო რაგბი ამას ოკეანეთსა და სამხრეთ ამერიკაში აკეთებს და ალბათ, რუმინეთისა და საქართველოს მიმართაც შეძლებს ზედმეტი ხარჯის გამოყოფას. ბილ ბომონტს სურს რაგბის განვითარება მთელს მსოფლიოში.

ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია დახმარება. ადრე გამოითქმებოდა აზრი, რომ ის მზად იყო საქართველოს 6 ერში დამატების შემთხვევაში, გარკვეული თანხის გასაღებად.
ამ ყველაფრის გაჩარხვას ბევრი საათი დისკუსია და მონდომება სჭირდება. მაშ რატომ არ შეუერთდეს საქართველოს კლუბი, რომელიმე არსებულ ლიგას? ეს ხომ უფრო მარტივი იქნებოდა, მაგალითად, Pro 14-ს? მარტივი პასუხია, რომ იქ მათ არავინ ეპატიჟება. Pro 14 ყოველთვის არასწორი მიმართულებით ფართოვდება, ტურნირი "იოლ ფულზე" დახარბებულია. Pro 14-ში ჩრდილოამერიკულ გუნდზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე ქართულზე. წარმოიდგინეთ, ნიუ იორკის გუნდს რა ფინანსური შესაძლებლობები ექნება. ქართულ კლუბს არც სხვა ლიგაში ელიან. პრემიერშიპი და Top 14 უცხოურ გუნდებზე საერთოდ არ ფიქრობენ. ამერიკელები აღარ დაელოდნენ ევროპელების მიწვევას და პროფესიული ლიგა ჩამოაყალიბეს. ასე უნდა გააკეთოს საქართველომაც. საქართველომ და რუმინეთმა უნდა ჩამოაყალიბონ ლიგა და თავიანთ განვითარებას თავადვე მიხედონ.
მეშვიდე გუნდი 6 ერზე
რუმინეთის სუპერლიგის 7 კლუბიდან 3 მონაწილეობს კონტინენტური საკლუბო ლიგის ფორმატში, რომელიც იმდენაც მოკლეა, რომ სერიოზულ განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელია. სამართლიანობისთვის, სუპერ რაგბის გამარჯვებულმა ჩემპიონთა თასზე მიწვევა უნდა მიიღოს. ჩემპიონმა ჩემპიონთა შორის უნდა ითამაშოს. ჩელენჯ კაპი 24 გუნდამდე უნდა გაიზარდოს, სადაც აღმოსავლეთ ევროპის სუპერ ლიგის 5 გუნდი უნდა ხვდებოდეს.
თუ ეს პროექტი წარმატებული გამოდგება, შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუმინეთის 6 ერში ჩართვა? როცა ისინი ამას დაიმსახურებენ, ამ ხნის მანძილზე ორივე ქვეყანას პირველი დონის ქვეყნებთან მუდმივი ტესტები უნდა ჰქონდეს, თუ ისინი შეძლებენ ან გამარჯვებას ან კონკურენტუნარიან თამაშს, ესე იგი დროც მოვიდა და საუკეთესო 6 ერს მე- ქვეყანად უნდა დაემატოს და დიდი ალბათობით, ეს საქართველო იქნება.
ეს თამამი გეგმაა, რომელსაც წინ ბევრი წინაღობა დახვდება, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ელოდოს საქართველო, რომ მისი განვითარებისთვის უებარ გეგმას მიაგნებენ? მართალია, საკლუბო განვითარება საქართველოს ნაკრებს ვერ აქცევს მსოფლიო კლასის გუნდად, მაგრამ ცხადია, რომ ეს უკეთესი ვარიანტია, ვიდრე არაფრის შეთავაზება. საჭიროება განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა და საქართველომ უნდა მიაგნოს სარაგბო წინსვლის მისეულ გზას".
კომენტარები