Thumbnail

'მე და პეპს ფეხბურთის ხედვა ერთნაირი გვაქვს' - დე ბრუინი სიტიში დიდ ხნით დარჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 29 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გააგრძელა
  • ფეხბურთელი კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და მწვრთნელითაც კმაყოფილია

კევინ დე ბრუინმა მანჩესტერ სიტისთან ხელშეკრულება გააგრძელა. ინგლისურ კლუბსა და ბელგიელ ნახევარმცველს შორის დადებული ახალი კონტრატი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • ფრე
  • პსჟ

29 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გახანაგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. სიტიში მოსვლის დღიდან თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მიყვარს გულშემატკივრები, ჩემი ოჯახი აქაურობას შეეჩვია, მე კი თამაშს ძალიან მოვუმატე. ეს კლუბი წარმატებებზეა მომართული. ეს მაძლევს ყველაფერს, რათა უმაღლეს დონეზე ვითამაშო. ასე რომ, ახალი კონტრაქტის ხელმოწერაზე გადაწყვეტილება უმალვე მივიღე. კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ და ვგრძნობ, რომ წინ კიდევ უკეთესი მელოდება.

ბელგიელის თქმით, მისი და გვარდიოლას ხედვა ერთმანეთს ემთხვევა

მე და პეპ გვარდიოლას ფეხბურთის ხედვა ერთნაირი გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელთან ასეთი დამოკიდებულება, რადგან ერთნაირ მიზნებს ვისახავთ და ერთი და იგივე გვსურს. ახლა კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ გუნდს სეზონის წარმატებით დასრულებაში დავეხმარო. ჯერჯერობით ჩვენი თამაში და შედეგები ბრწყინვალეა და მათი ტიტულებით გამყარება გვჭირდება", - აქვეყნებს დე ბრუინის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

კევინ დე ბრუინი მანჩესტერ სიტიში 2015 წელს, ვოლფსბურგიდან 76 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, იქამდე კი ფეხბურთელი ვერდერში, ჩელსისა და გენკში გამოდიოდა. მანჩესტერის კლუბთან ერთად კევინმა ორჯერ ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა, მოიგო ინგლისის თასი, ოთხჯერ ლიგის თასი და ორი ქვეყნის სუპერთასი. დე ბრუინი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან გამოდის.

მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა პრემიერლიგის 24 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 11 საგოლე პასი. მანჩესტერ სიტი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს გასული 31 ტურის შემდეგ 74 ქულით ლიდერობს. პეპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გამოდის, სადაც პირველი მატჩი დორტმუნდის ბორუსიას შინ ანგარიშით 2:1 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები