Thumbnail
  • დიდია შანსი, ზინედინ ზიდანმა რეალ მადრიდი დატოვოს
  • ფრანგს იუვენტუსის ვარიანტიც მოსწონს და ნაკრებზეც ფიქრობს

არათუ გამორიცხული არ არის, არამედ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ზინედინ ზიდანმა ზაფხულში მადრიდის რეალი დატოვოს.

ლივერპულთან მოგებული მატჩის შემდეგ (3:1) 48 წლის ფრანგი არ მოერიდა ტურინის იუვენტუსის ქებას, როდესაც იტალიურ გრანდში შესაძლო დანიშვნაზე ჰკითხეს. გარდა ამისა, რეალის პრეზიდენტობის კანდიდატიც პირდაპირ აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ზიზუ ‘სამეფო კლუბის’ დამრიგებელი აღარ იქნება. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

“იტალიას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი აქვს. ხუთი წელი ტურინში ვიყავი და იუვენტუსი ჩემთვის ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია,” - აღნიშნა ზიდანმა Sky Italia-სთან ინტერვიუს დროს და კითხვაზე, რას ფიქრობს იუვეში მწვრთნელად დაბრუნების პერსპექტივაზე, ღიმილით უპასუხა: “არ ვიცი. ახლა აქ ვარ. ვნახოთ.” ფაქტია, ეს არ ჟღერს ისე, როგორც უარყოფა და რეალში დარჩენის გარანტია.

ფაქტია ისიც, რომ იუვენტუსის მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოს საქმე ცუდად აქვს. ტურინული გრანდი ბოლო 10 წელიწადში ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს - ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა და იტალიის ჩემპიონობას ვინ ჩივის, ტურინელებისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. დღეს იუვეს ნაპოლისთან უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს, რომელიც იტალიურმა მედიამ უკვე შერაცხა პირლოს პირად ფინალად - ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ თუ იუვე დღეს ნაპოლის ვერ მოიგებს, დიდია შანსი, პირლო გაათავისუფლონ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • იუვენტუსი
  • ფრე
  • ნაპოლი

მართალია, იუვესთან მიმართებაში აქტიურად მიდის საუბრები მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაზეც, მაგრამ ყველამ იცის, რომ ტურინული გრანდის ბოსი ანდრეა ანიელი ზიდანის დანიშვნაზე ოცნებობს და თუკი ზიზუს სურვილი ექნება, ანიელი დიდხანს არ დაფიქრდება.

ამავდროულად, რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი ენრიკე რიკელმე პირდაპირ ამბობს, თუ არჩევნებში ფლორენტინო პერესს დაამარცხებს, ზიდანი კლუბში არ დარჩება. ესეც რომ არ იყოს, ზიზუ ბოლო დროს ზედმეტად ხშირადაა უკმაყოფილო და დიდი ალბათობით, რეალიდან წასვლა ყველა შემთხვევაში მოუნდება. ფრანგმა ახლო წარსულში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რეალში მუშაობის პროცესი ღლის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • ფრე
  • პსჟ

სწორედ მისი განცხადებების შემდეგ დაიწყო ფრანგულმა მედიამ სპეკულირება, რომ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლად დაინიშნოს. იწერება, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზიდანმა შესაძლოა დიდიე დეშამი შეცვალოს და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მომდევნო, 2022 წლის მუნდიალისთვის მოამზადოს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი იუვენტუსიდან რეალში 2001 წელს გადავიდა, 5-წლიანი უაღრესად წარმატებული პერიოდის შემდეგ კი კარიერა დაასრულა. 2016 წლის დასაწყისში ზიდანი პირველად დაინიშნა რეალის მთავარ მწვრთნელად, 2018 წლის მაისში კი გადადგა და ერთი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა. ზიდანის ხელმძღვანელობით რეალმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო! მანამდე, ზიზუს მადრიდული გრანდის ფეხბურთელის რანგშიც ჰქონდა ეს ტიტული მოგებული. მის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2022 წლამდე აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები