Thumbnail

'კარგად იციან, როგორ ითამაშონ ლიგაზე ' - პეპი გერმანიაშიც მოგებას აპირებს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში დორტმუნდს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. კევინ დე ბრუინის გოლს მეორე ტაიმში ბორუსიას კაპიტანმა მარკო როისმა უპასუხა. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 20 წლის ფილ ფოდენმა გაიტანა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • ფრე
  • პსჟ

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "დორტმუნდში ამ დაპირისპირების მოსაგებად მივდივართ. პირველ ტაიმში ბურთს ჭკვიანურად არ ვიყენებდით. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო და 2-3 აშკარა შანსიც გვქონდა. შეგვეძლო 1:0-ის შემდეგ მეორეც გაგვეტანა და მესამეც. ასე არ მოხდა, მაგრამ არც უშანსოდ ვართ. 
დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ტიპური გუნდია. მათ წლების გამოცდილება აქვთ ამ ტურნირზე და კარგად იციან, როგორ იმოქმედონ. ჩვენც მალე ასე ვიქნებით". 

ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ვიცოდით, რომ ბურთს გააკონტროლებდნენ, ჩვენი მიზანი იყო, განგვესაზღვრა, სად გააკეთებდნენ ისინი ამას. ჩვენ ეს შევძელით, სიტის ბევრი შანსი არ ჰქონდა, როცა საპასუხოდ ვუტევდით, ამას მწვავედ ვაკეთებდით. თანაბარი მატჩი იყო, ამიტომაც იმედგაცრუებული ვარ. მატჩის მერე პეპმა შეგვაქო, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული". 

14 აპრილს საპასუხო მატჩი "სიგნალ პარკზე" გაიმართება.

📺 მანჩესტერ სიტი v დორტმუნდი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები