Thumbnail

'ცდილობს, გამაფრთხილოს' - მესი ელ კლასიკოს გამოტოვებას გადაურჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლიონელ მესი მსაჯმა სატიანგო ხაიმემ გააბრაზა
  • არგენტინელი 'ელ კლასიკოში' ითამაშებს

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში ბარსელონამ ვალიადოლიდი უსმან დემბელეს ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა, ხოლო ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა. არგენტინელი ფეხბურთელი ყვითელი ბარათების ლიმიტში იყო და თუ გაფრთხილებას მიიღებდა, მომდევნო ტურში რეალთან "ელ კლასიკოს" გამოტოვებდა.

საფრთხის მიუხედავად რონალდ კუმანმა არგენტინელი სუპერვარსკვლავი მაინც ათამაშა და პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ტელეკამერებმა მესის სიტყვები დააფიქსირეს, რომელიც მან გუნდის მენეჯერს უთხრა: "მას გაგიჟებით უნდა, რომ გამაფრთხილოს, წარმოუდგენელია".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • რეალი
  • ფრე
  • ლივერპული

მესი მატჩის მთავარ მსაჯს სანტიაგო ხაიმეს გულისხმობდა და ფიქრობდა, რომ ის ყველანაირად ცდილობდა მისთვის ყვითელი ბარათი მიეცა, რაც ავტომატურად ლეოს დისკვალიფიკაციას და "ელ კლასიკოს" მიღმა დატოვებას გამოიწვევდა. საბოლოოდ, მესი გადარჩა და მადრიდის რეალთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თამაშს მოახერხებს.

ბარსელონამ ვალიადოლიდთან გამარჯვებით სატურნირო ცხრილში "სამეფო კლუბს" გადაასწრო და მხოლოდ მადრიდის ატლეტიკოს ჩამორჩება, თანაც ერთადერთი ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ რონალდ კუმანის გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები