Thumbnail
  • ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
  • რუმინეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს ესტუმრება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მატჩი 6 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება. საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ მანამდე არასდროს უთამაშიათ და ეს ისტორიაში პირველი დაპირისპირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდს ივნისში ერთი სპარინგი უკვე დაგეგმილი აქვს - 2 ივნისს, სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან. რაც შეეხება ფრანკ დე ბურის გუნდს, ნიდერლანდების ნაკრებისთვის საქართველოსთან სპარინგს ევრო 2020-ის წინ მოსამზადებელი დატვირთვა ექნება. 

საქართველოს ნაკრები 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობს, სადაც სამი შეხვედრა უკვე გამართა - სტუმრად შვედეთსა (0:1) და საბერძენთთან (1:1), ხოლო საკუთარ მოედანზე ესპანეთთან (1:2). 

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა ჰყავს. ფრანკ დე ბურის გუნდი ტურნირს 13 ივნისს, უკრაინასთან დაპირისპირებით დაიწყებს.

🇳🇱 🇬🇪 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის 6 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 🔗 bit.ly/3fFHDyW

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on სამშაბათი, 06 აპრილი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები