Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი დემარკუს კაზინსს იმატებს
  • 30 წლის ცენტრს თავიდან მცირეხნიან კონტრაქტს გაუფორმებენ

დემარკუს კაზინსი, რომელიც თებერვალში ჰიუსტონ როკეტსიდან გაათავისუფლეს, ამ კვირაში ლოს ანჯელეს კლიპერსთან, დიდი ალბათობით, 10-დღიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაცია The Athletic-ის ცნობილმა ექსპერტმა შემს შარანიამ გაავრცელა.

ექს-ოლსტარი კლიპერსში მესამე ცენტრის როლს მიიღებს - სერჟ იბაკას და ივიცა ზუბაცის შემდეგ. ამისათვის, 30 წლის ცენტრი თავიდან 10-დღიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და თუ კლიპერსის მწვრთნელს თავს მოაწონებს, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაც გაიფორმონ.

იბაკამ ტრავმის გამო ბოლოს 11 მატჩი გამოტოვა. მარკუს მორისმა ლეიკერსთან 104:86 მოგებულ თამაშში 22 ქულით (9/13) კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა კლიპერსს კაზინსის მინიმუმ დროებით დამატება მაინც სურს. თუმცა კაზინსი საქმეში მაშინვე ვერ ჩაერთვება, რადგან როგორც ყველა თავისუფალმა აგენტმა, მანაც კორონავირუსის პროტოკოლით უნდა იმოქმედოს.

დემარკუს კაზინსი ჰიუსტონიდან თებერვალში გაუშვეს. ოლსტარის 4-გზის მონაწილე, რომელმაც 2018 წლიდან მძიმე ტრავმები გადაიტანა, დიდ სცენაზე დაბრუნებას ცდილობს. ჰიუსტონისთვის იგი 25 თამაშში საშუალოდ 9,6 ქულას და 7,6 მოხსნას აგროვებდა. მისი ტყორცნების სიზუსტის მაჩვენებელი 37,6 პროცენტი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები