Thumbnail
  • რასინგი 56:3 ედინბურგი
  • ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე ითამაშა

სარაგბო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანგულმა რასინგმა შოტლანდიური 56:3 გაანადგურა, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ გოგიჩაშვილმაც შეიტანა.

საინტერესოა, რომ შეხვედრაში სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა, შემდეგ პარიზელებმა 7 ლელო გაიტანეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ. 22 წლის გოგიჩაშვილი თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო, 66-ეზე კი მასპინძელთა ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დაასრულა.

ამგვარად, რასინგელებმა ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც დაპირისპირება საფრანგეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ბორდოსთან მოუწევს. ლექსო ყაულაშვილის გუნდმა ინგლისურ ბრისტოლს 36:17 სძლია, ქართველმა ბურჯმა კი 52-ე წუთიდან ითამაშა.

📺 გოგიჩაშვილის ლელო ედინბურგთან

კომენტარები

ბოლო ამბები