Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ციკლი 2 მოგებითა და ფრით დაიწყო
  • ლუის ენრიკემ კოსოვოსთან მატჩზე დააგვიანა, ესპანელი ლიფტში გაიჭედა

ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საბერძნეთთან ფრით დაიწყო, რის შემდეგაც ''ფურია როხამ'' ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა. მათ საქართველოს 2:1 მოუგეს, ხოლო კოსოვო 3:1 დაამარცხეს.

ESPN-ის ინფორმაციით, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კოსოვოსთან შეხვედრაზე დააგვიანა და ის მატჩის პირველ წუთებს არ დასწრებია. ლუის ენრიკე და მისი რამდენიმე თანაშემწე ლიფტში გაიჭედნენ, რის გამოც ნაკრები თამაშზე მათ გარეშე წავიდა, ხოლო ისინი თამაშზე მოგვიანებით მანქანით მივიდნენ.

ესპანელებმა კოსოვოს დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ჟერარო მორენოს გოლებით მოუგეს. ''ფურია როხა'' ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზეა. მათი მეტოქეები საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო და შვედეთი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები