Thumbnail

'მე სხვანაირად მექცევით' - მბაპემ პსჟ-ს დატოვებაზე მინიშნება გააკეთა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კილიან მბაპე ჟურნალისტების კრიტიკაზე გაბრაზდა
  • ფრანგმა ფორვარდმა, შესაძლოა, პსჟ დატოვოს

საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ თავის მომავალზე ისაუბრა, რამაც გაამძაფრა ჭორები იმის შესახებ, რომ ზაფხულში გუნდის შეცვლას აპირებს.

მბაპემ არ მიიღო ჟურნალისტების კრიტიკა მისი სათამაშო პოზიციის შესახებ და აღნიშნა, რომ ფრანგ ფეხბურთელებს, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ, ნაკლებად აკრიტიკებენ, ვიდრე ფრანგულ გუნდებში მოთამაშეებს.

"აღარ მსურს, ვილაპარაკო მოედანზე ჩემს საუკეთესო პოზიციაზე, რადგან ეს უშედეგო დებატებს იწვევს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოსაბეზრებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფრანგულ გუნდში თამაშობ. ვინც საზღვარგარეთ თამაშობს, მათ შემთხვევაში სიტუაცია ცოტა განსხვავებულია. მე ყოველთვის აქ ვარ და საკუთარ თავზე ბევრს ვლაპარაკობ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში, ცხადია, ამ სიტუაციამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს ჩემს მომავალზე, თუმცა ეს არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თავს კარგად ვგრძნობდე იქ, სადაც ვარ", - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი ტრანსფერით მადრიდის რეალია დაინტერესებული. თუ კილიანი პარიზელებს ახალი კონტრაქტზე ვერ მოურიგდება, დიდი შანსია, რომ გუნდი დატოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები