Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 96:103 ორლანდო მეჯიქი
  • აუტსაიდერმა ფავორიტს გუნდური თამაშით მოუგო
  • კავაი ლეონარდს პოლ ჯორჯი ძალიან აკლდა

ორლანდო მეჯიქი დიდი ვერაფერი გუნდია - მით უმეტეს, ლოს ანჯელეს კლიპერსთან შედარებით, მაგრამ ის, თუ როგორ გამოიღვიძა ორლანდომ ამ მატჩის მეორე ტაიმში და როგორ შეატრიალა მატჩი სათავისოდ, ძალიან დასაფასებელი და განსაკუთრებით აღსანიშნავი ამბავია!

ძალიან ცუდი სტარტის შემდეგ, მეჯიქმა თამაშის მეორე ნახევარში იმაზე მეტი შესაძლებლობები აჩვენა, ვიდრე მთელ კლიპერსს და კონკრეტულად კავაი ლეონარდს წარმოედგინა. ორლანდომ ფავცორიტი მაგარი გუნდური თამაშით დაამარცხა! აუტსაიდერად შერაცხულ სტუმრებს (სამართლიანად) ჩუმა ოკეკემ 18 ქულით ულიდერა. ესეც რომ არ იყოს, მეჯიქის სათადარიგო მოთამაშეებიდან ერთბაშად ოთხი კალათბურთელი გადასცდა 10-ქულიან ზღვარს.

კლიპერსიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა ლეონარდი იყო - 28 ქულით (10/20), 5 მოხსნითა და ამდენივე პასით. მას ძალიან აკლდა პოლ ჯორჯი, რომელიც ტრავმირებულია. ივიცა ზუბაცს 14 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა.

კლიპერსმა ამ წაგებით 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. კავაი და კომპანია 49 მატჩის შემდეგ 32 გამარჯვებითა და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფებიან, ჩამორჩებიან რა მხოლოდ იუტასა და ფინიქსს, სამაგიეროდ, უსწრებენ ლეიკერსს (30-17). ორლანდოს აღმოსავლეთში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა (16-31). მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები