Thumbnail

იტალიის ნაკრების მორიგმა ფიასკომ 6 ერში (5-დან 5 მარცხი, მხოლოდ 6 ლელო) კვლავ გაამძაფრა დებატები ევროპის საუკეთესო სარაგბო ტურნირის მომავალზე. აქამდე ძირითადად, ბრიტანული მედია აქტიურობდა, ახლა კი საქმეში ფრანგებიც ჩაერთნენ. ამ საკითხს სტატია Le Parisien-მა მიუძღვნა. "რა მოხდება, თუ საქართველო იტალიას ჩაანაცვლებს"...

გამოცემამ ირლანდიელი ედი ო'სალივანის სიტყვები გაიხსენა, რომ იტალიის განვითარებას უკვე 21 წელი ელოდებიან და გუნდი სულ უფრო რეგრესირებს. "შესაძლოა, თუ არა შევცვალოთ გუნდი, რომელმაც ზედიზედ 32 მატჩი წააგო და თუ კი, რომელი ნაკრებით".

"შესაძლო შემცველებს ხანდახან ახსენებენ - იაპონია შორია, მაგრამ ამ გუნდს აქვს სათანადო დონე და სურვილი ჩაერთოს ახალ საერთაშორისო გამოცდილებაში. ფიჯი - სანახაობრივი გუნდი, რომლის თითქმის ყველა მოწინავე მორაგბე ევროპაში თამაშობ. მაგრამ ეგზოტიკური გუნდები ძველი კონტინენტის ტრადიციულ ტურნირს არ მოუხდება. კიდევ ერთი, ყველაზე ლოგიკური კანდიდატი საქართველოა. მასზე დიდი ხანია წერენ", - წერს ფრანგული გამოცემა.

📋 მეტი ამ თემაზე

Le Parisien 6 ერის ფორმატზე

"თუ მეკითხებით, იმსახურებს თუ არა საქართველოს ნაკრები 6 ერის პირველობას? ჩემი პასუხი დადებითია", - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, რომელიც აცხადებს, რომ ექვსი ერის ორგანიზაციის შესაბამის კომიტეტთან საინფორმაციო სახის დისკუსია უკვე ჰქონდა და იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ოფიციალურ მოლაპარაკებასაც წამოიწყებს ამის თაობაზე. 

თავის მხრივ, ექვსი ერი აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება და თუ საქართველოს სურს 6 ერში თამაში, მან ჯერ ეს ოფიციალურად უნდა დაადასტუროს, რაც აქამდე არ მომხდარა. კვირას კავკასიურმა ქვეყანამ მორიგი მატჩი მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 6 ერის შემდეგ ყველაზე მაღალი დონის ტურნირია ევროპაში - 28:17 დაამარცხა რუმინეთი, მანამდე კი იოლად დაძლია რუსეთი, პორტუგალია და ესპანეთი. 

"მაგრამ ეს B ტურნირი ჯერ დონით ძალიან შორს არის რეალური ექვსი ერისგან. იტალიისა და საქართველოს ნაკრებების ბოლო დაპირისპირება 2018 წელს ფლორენციაში "აძურიმ" 28:17 მოიგო, მაგრამ მას შემდეგ საქართველომ იტალიას რეიტინგში გაასწრო (მე-12 და მე-15). ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა შარშან შემოდგომის ერთა თასზე მიიწვიეს, სადაც 6 ერის ქვეყნები და ფიჯი თამაშობდნენ. მართალია, "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან წააგეს, ქართული გუნდი მაინც ღირსეულად გამოიყურებოდა. 

სებასტიან ბრუნო, რომელიც 2 თვე საქართველოს ნაკრებში კონსულტანტად მუშაობდა: "შემოდგომით მოთამაშეებს 6-თვიანი უთამაშებელი პერიოდი ჰქონდათ. ისინი ტურნირის განმავლობაში შედიოდნენ ფორმაში. დიახ, საქართველოს ნაკრებს ტექნიკურად უჭირს, მაგრამ ფიზიკურად ეს გუნდი შორს არ არის 6 ერის დონისგან და მათ 6 ერზე თამაშის დიდი სურვილი აქვთ. ეს მათ პროგრესს გამოიწვევს, ცხადია". 

ეკონომიკური საკითხით კი საქართველოს ნაკლები პერსპექტივა აქვს - საქართველო მედიას ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე იტალია, სპონსორიც ნაკლები იქნება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი იტალიის ჩანაცვლებას არ ითხოვს: "იტალია შესანიშნავი გუნდია, მას დიდ პატივს ვცემთ. 6 ერის პრეროგატივაა, თუ ცვლილებებს გადაწყვეტენ, როგორი იქნება ის - პლეი ოფი თუ შემოდგომის ერთა თასის მსგავსი ტურნირი, სადაც ორი გუნდი დაემატება. ჩვენ მეორე ვარიანტს ვემხრობით", - აცხადებს ტყემალაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები