Thumbnail

არის მეორე ლიცენზიაც - მორის ყვითელაშვილმა სტოკჰოლმში პეკინის საგზური მოიპოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

სტოკჰოლმში დღეს სრულდება მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. თავისუფალ პროგრამაში მორის ყვითელაშვილმა 157.15 ქულა მიიღო, რაც მე-12 შედეგისთვის გამოდგა საკმარისი. ორი დისციპლინის ჯამში მორისმა 231.81 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონი კი ამერიკელი ნათან ჩენი გახდა - 320.88.

ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყვითელაშვილმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს. შეგახსენებთ, რომ მანამდე სტოკჰოლმში ზამთრის ოლიმპიადის საგზური ალინა ურუშაძემ მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები