Thumbnail
  • სამმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლების მოგება მოახერხა
  • მამიაშვილმა და გრიგალაშვილმა რუსი ძიუდოისტები დაამარცხეს 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს 3 მედლის მოგება მოახერხა. სამწუხაროდ, ქართველები ფინალში ვერ ვიხილეთ. სამივე ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრებში იჭიდავა.

მამიაშვილი რუს დენის იარცევს ბოჭავს

ალეკო მამიაშვილმა 73-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დენის იარცევს აჯობა. მამიაშვილი ვაზარით აგებდა, თუმცა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც სუფთა გამარჯვებაც იზეიმა და გრანდ სლემზე პირველ მედალს დაეუფლა.

შავდათუაშვილმა ჯაკოვას აჯობა

ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) აკილ ჯაკოვას სამი შიდოს უპირატესობით აჯობა და გრანდ სლემი უმედლოდ არ დაასრულა. შავდათუაშვილმა ნაკრებს მე-5 მედალი მოუტანა.

გრიგალაშვილმა რუს ალან ხუბეცოვს აჯობა

ტატო გრიგალაშვილმაც თბილისის გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მან ნახევარფინალი ბელგიელ სემი ჩუჩისთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს ალან ხუბეცოვს აჯობა. საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო დაუგროვდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები