Thumbnail
  • ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) სამი ჩუჩისთან ნახევარფინალური ბრძოლა დათმო
  • ლაშა შავდათუაშვილმა და ალეკო მამიაშვილმა რეპეშაჟის ბრძოლები მოიგეს

თბილისის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 10 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და აქედან 7 პირველივე ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო 3 ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში უნდა ვიხილოთ.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს დენის იარცევთან დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა იარცევამდე ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინსა და კუბელ მაგდიელ ესტრადას აჯობა. იარცევთან მარცხის შემდეგ, ლაშამ რეპეშაჟში გადანაიცვლა და იქ უზბეკ მუროდიონ იულდოშევს დამატებით დროში იპონით მოუგო.

შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ალეკო მამიაშვილი (73კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ის მეოთხედფინალში მონღოლ ცენდ-ოჩირისთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს სძლია. ალეკოს მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი დენის იარცევი იქნება, რომელიც ნახევარფინალში კანადელ არტურ მარგელიდონთან დამარცხდა.

მამიაშვილი ბრინჯაოსთვის იარცევთან იჭიდავებს

სამწუხაროდ, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ტატომ ნახევარფინალური ბრძოლა სამი ჩუჩისთან დათმო. მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი ალან ხუბეცოვი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირველ საჭიდაო დღეს საქართველომ 3 მედალი აიღო - ოქროს თემურ ნოზაძე დაეუფლა, ვერცხლი კი ვაჟა მარგველაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ერგოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები