Thumbnail

პირველი ლიცენზია საქართველოს - 17 წლის ალინა ურუშაძის წარმატება შვედეთში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველომ პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი საგზური მოიპოვა. ეს 17 წლის მოციგურავე ალინა ურუშაძემ შეძლო, რომელიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა.

ალინა ურუშაძემ "გლობალ არენაზე" მიმდინარე ტურნირის მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა მოიპოვა, თავისუფალში კი - 109.12 და ჯამში 169,01 ქულით საბოლოოდ მე-20 ადგილი დაიკავა, რითაც ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელი გახდა.

📺 ალინა ურუშაძის მოკლე პროგრამა

📺 ალინა ურუშაძის თავისუფალი პროგრამა

ალინა ურუშაძე ლატვიის დედაქალაქ რიგაშია დაბადებული, საქართველოს სახელით კი 2018-2019 წლის სეზონიდან ასპარეზობს. მისი საუკეთესო ჯამური შედეგი 179.50 ქულაა, რისი წყალობითაც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა. ალინას 2019 წელს ლატვიასა და თურქეთში საერთაშორისო ტურნირებზე, შესაბამისად, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული. მისი მწვრთნელი და ქორეოგრაფი რუსები არიან: სვეტალანა სოკოლოვსკაია და ვიტალი ბუტიკოვი.

კომენტარები

ბოლო ამბები