Thumbnail
  • თბილისის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 10 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • 7 ძიუდოისტი ტურნირს პირველივე ბრძოლაში გამოეთიშა

თბილისის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 10 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, საიდანაც შვიდმა პირველივე ბრძოლა დათმო. ჯერჯერობით მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) აგრძელებენ ბრძოლას.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ფრიდონ გიგანი არტურ მარგელიდონთან დამარცხდა. მეტოქემ ქართველს სამი შიდო მიაღებინა. ამავე წონაში თორნიკე გვიჭიანი ბრიტანელ ერიკ ჰამთან დამარცხდა. მეტოქემ დამატებით დროში მოიგო.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, გიორგი შერაზადიშვილის რუსმა ტურპალ ტეკპაევმა 4 წუთში ვაზარით სძლია. დიმიტრი გოჩილაიძემ მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენთან შეხვედრა შიდოების უპირატესობით დათმო, ხოლო გიგა გიგაური ალფონსო სოლანასთან 3 წუთში იპონით დამარცხდა.

ქალთა შორის, 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ინდირა სილაგაძემ კანადელ იზაბელ ჰარისთან ბრძოლა წუთსა და 27 წამში დათმო. 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მარიამ ჭანტურიამ ნიდერლანდელ დონია ვოსთან ბრძოლის დასრულებამდე 25 წამით ადრე იპონი გაუშვა და დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები