Thumbnail

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილთა შორის ფინალურ რაუნდში გასვლა საქართველოს ნაკრების დუეტმა მოახერხა.

ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანიილ პარკმანის წყვილმა მოკლე პროგრამაში 56.13 ქულა მოიპოვა, 17 ქვეყნის 24 მონაწილეს შორის დაიკავა მე-14 ადგილი და ფინალურ ოცეულში მოხვდა. ჩემპიონატზე სპორტული წყვილები გამარჯვებულს თავისუფალ პროგრამაში 25 მარტს გამოავლენენ.

📺 ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანის მოკლე პროგრამა

16 წლის მეტელკინასა და 21 წლის პარკმანის სპორტული წყვილი შარშან სექტემბრიდან შედგა და ამ წლის თებერვალში მოპოვებული ტექნიკური ქულების წყალობით, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ ქალთა შეჯიბრის მოკლე პროგრამაში მე-18 შედეგი აჩვენა და ფინალში ასპარეზობის უფლება ასევე მოიპოვა ალინა ურუშაძემ, ხოლო ყინულზე მამაკაცთა მოკლე პროგრამაში 25 მარტს წარსდგება მორის ყვითელაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები