Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთვება. ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველ მატჩს 25 მარტს, სტუმრად შვედეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს ახალი ფორმით იწყებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ფორმის ფოტოსურათი, რომელსაც ჯაბა კანკავა, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ლორია წარმოადგენენ, ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები სტოკჰოლმს 24-კაციანი შემადგენლობით ესტუმრა. თამაშის წინა დღეს სანიოლის გუნდი სოლნას ფრენდს არენაზე ვარჯიშს გამართავს, მთავარი მწვრთნელი კი პრესკონფერენიას გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები